წყალტუბოს “სამგურალს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. გუნდის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ პოსტზე გიორგი ჭელიძე დაინიშნა.
ჭელიძე უეფას PRO ლიცენზიის მქონე მწვრთნელია, მას უმუშავია ისეთ გუნდებში, როგორებიცაა: ბოლნისის “სიონი”, “თელავი”, “შევარდენი”, “შუქურა” და “მეშახტე”.
ჭელიძემ “სამგურალში“ გიორგი მიქაძე შეცვალა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი