ახალგორი-ცხინვალის გზაზე, სოფელ ზახორთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგორის პოლიციის უფროსი ლაშა ტუაევი დაიღუპა, – ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.
მისივე ცნობით, ავტომანქანა, რომელსაც 36 წლის ტუაევი მართავდა, ბეტონის ღობეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ადგილობრივი 37 წლის ქალი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.