spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“მე დავიწყე დაპირისპირება, ფიზიკურად, ხელით, თუ ეყოფა ვაჟკაცობა, მიზეზი გითხრათ, მე არ ვაპირებ”

ვანო მერაბიშვილის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, პოლიციის მთავარ სამმართველოში “უცნობის” სიძე გიგიშა შარაშიძე რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა.

 

შარაშიძეს მომხდართან დაკავშირებით დეტალებზე არ უსაუბრია. 

 

“იმედი მაქვს, ეყოფა ვაჟკაცობა და იტყვის. მე დავიწყე დაპირისპირება, ფიზიკურად, ხელით. მიზეზზე უკვე გითხარით, თუ ეყოფა ვაჟკაცობა, გითხრათ, მე არ ვაპირებ“, – აღნიშნა მან.

 

მისი ადვოკატის გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, კონფლიქტის დაწყების მიზეზი გახდა ბუტა რობაქიძის საქმე. გელა ნიკოლაიშვილის თქმით, ბუტა რობაქიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის მეგობარი იყო და რობაქიძესთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის რეაქციაზე გაღიზიანდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები