spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეუფე გრიგოლი – მებრძოლთა შორის ასეულობით ჩვენი თანამემამულეა, რომლებიც უკრაინაში საქართველოს იცავენ!

მებრძოლთა შორის ასეულობით ჩვენი თანამემამულეა, რომლებიც უკრაინაში საქართველოს იცავენ! ღმერთმა დალოცოს სამშობლოს დამცველნი და ბრძოლის ველზე დაცემულნი, მაგრამ სიკვდილზე გამარჯვებულნი მამულიშვილნი ჩვენნი!, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის საშობაო გზავნილშია აღნიშნული. 

 

“დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა, და კაცთა შორის სათნოება“.

 

ეს საგალობელი უკვე ორი ათასი წელია, გაისმის ეკლესიაში ყოველი მზის ამოსვლისას, საღვთო ლიტურგიის დაწყებისას. ახლა კი ის ვთქვათ, რამდენად ეხმიანება ჩვენი ყოველდღიური ყოფა ამ მოწოდებას?!

 

უპირველესად გავიხსენოთ უკრაინაში მიმდინარე ომი, რომლის მსხვერპლია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ქალები, ბავშვები, მოხუცები, რომელთა ღაღადისი ზეცას სწვდება; და კიდევ ბევრად მეტია უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანი; განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ სამხედროები, რომლებიც იცავენ მშობლიურ მიწა-წყალს და საკუთარ სახელმწიფოებრიობას, საკუთარ ოჯახებს და შვილების მომავალს. ამ მებრძოლთა შორის ასეულობით ჩვენი თანამემამულეა, რომლებიც უკრაინაში (და ეს შეიძლება ცალსახად ითქვას!) საქართველოს იცავენ! ღმერთმა დალოცოს სამშობლოს დამცველნი და ბრძოლის ველზე დაცემულნი, მაგრამ სიკვდილზე გამარჯვებულნი მამულიშვილნი ჩვენნი!

 

აღნიშნული მოვლენები ღრმად გვაფიქრებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის უსაფრთხო და ასევე, შემწყნარებელი გარემოს შექმნა”, – აცხადებს მეუფე გრიგოლი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები