spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლოტკინის დასახლებაში ლიფტის ჩავარდნის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ლიფტის ჩავარდნის შედეგად  სამი ადამიანი დაშავდა. 

 

მრავლობითი დაზიანებებით დაშავებულთაგან ერთი თბილისის საუნივერსიტეტო, ორი კი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში ტრავმული შოკით შეიყვანეს. ის მართვით სუნთქვაზეა და დიაგნოსტიკური კვლევები უტარდება.

 

რაც შეეხება დანარჩენ ორ პირს, მათი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. პაციენტები კონტაქტურები არიან და სამედიცინო კვლევები უტარდებათ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები