spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან მჭედლიძემ ქუთაისის “ტორპედო” დატოვა

თანამედროვე ქართული ფეხბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ ქუთაისის “ტორპედო” დატოვა.

 

რა გახდა ფეხბურთელის გუნდიდან წამოსვლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

საინტერესოა როგორ განვითარდება 32 წლის მჭედლიძის კარიერა, დარჩება ის საქართველოში, კვლავ უცხოეთს მიაშურებს თუ საერთოდ დაამთავრებს საფეხბურთო კარიერას?

 

მჭედლიძეს თავის საუკეთესო წლებში უთამაშია ისეთ გუნდებში, როგორებიცაა “ემპოლი” და “პალერმო”.

 

“მადლობა ქუთაისს და ქუთაისის “ტორპედოს” გვერდში დგომისთვის და დაფასებისთვის. ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში ძალიან შემაყვარა თავი ამ ქალაქმა! წარმატებები და წინსვლა. GRAZIE a Kutaisi per questo tempo passato”, – ასე ემშვიდობება ლევან მჭედლიძე ქუთაისურ გუნდს.

 

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები