spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დედაქალაქის ზოგიერთ დასახლებაში ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით პრობლემა შეიქმნა

ყინვისა და ნალექის გამო, დედაქალაქის ზოგიერთ დასახლებაში ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით პრობლემა შეიქმნა.

 

თბილისის მერიის ინფორმაციით, შპს „თბილსერვის ჯგუფი“, 200-მდე თანამშრომლით და სამი ათეული სპეციალური ტექნიკით, 24 საათის განმავლობაში განაგრძობს მუშაობას.

 

“ინტენსიურად იყრება ტექნიკური მარილი და იწმინდება, როგორც ქალაქის ქუჩები, ისე შემოერთებული ტერიტორიები.

 

მოსახლეობას მივმართავთ თხოვნით, თუ თქვენს ავტომობილს არ აქვს ზამთრის სეზონის საბურავები, თავი შეიკავოთ ავტომანქანით გადაადგილებისგან.

 

პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქმედებს „თბილსერვის ჯგუფისა“ და თბილისის მერიის ცხელი ხაზი – 2 61 90 50, 2 72 22 22″, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები