ამ ვითარებაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წვრთნების ჩატარება სომხეთის რესპუბლიკაში მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილების შესახებ სომხეთის თავდაცვის მინისტრმა ორგანიზაციის გაერთიანებულ შტაბს წერილობით აცნობა.
ფაშინიანის თქმით, რუსეთის ფედერაცია არის ნომერ პირველი მოკავშირე, ისევე როგორც სომხეთის უსაფრთხოების სფეროს გარანტი.
“ერევანში გამართულ სამიტზე სომხეთის მიერ წარმოდგენილი მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ჩვენ გვქონდა არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული პრობლემა იმის დემონსტრირების და გაგების, თუ რა არის ორგანიზაციის პასუხისმგებლობის სფერო სომხეთში. ჩვენ პირდაპირ განვაცხადეთ, რომ ამ ხაზის მითითების გარეშე, ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ სხვა დოკუმენტის მიღებას. ეს საუბარი არ დასრულებულა და კვლავ რჩება ჩვენს დღის წესრიგში“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.