spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გივი მიქანაძე – რეალურად ვხვდებით, რომ ამ ადამიანის მიზნები აბსოლუტურად სხვა არის

“ქართული ოცნების” დეპუტატის გივი მიქანაძის განცხადებით, ბენ ჰოჯესის განცხადება ანტისახელმწიფოებრივია და მიმართულია საქართველოს საწინააღმდეგოდ.

 

მისი თქმით, ბენ ჰოჯესის მიერ გაკეთებული განცხადება  აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, მასში პირდაპირ იკითხება “ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პარტიების ნარატივი.

 

“რეალურად ვხვდებით, რომ ამ ადამიანის მიზნები აბსოლუტურად სხვა არის და საკუთარი განცხადებებით ცდილობს, მცირე წვლილი შეიტანოს იმ საერთო დამაზიანებელ კამპანიაში, რომელიც რამდენიმე თვეა, საქართველოს წინააღმდეგ არის აგორებული, რათა ამ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას და საქართველო საომარ მოქმედებებში ჩაერთოს. 

 

რეალურად იკვეთება კავშირები, რაც ამყარებს პოზიციას, რომ ეს არის ლობისტური საქმიანობის კონკრეტული კომპონენტი და ბენ ჰოჯესიც ამ აქტივობებშია ჩართული“, – განაცხადა მიქანაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები