საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცაიში დაპირისპირება გრძელდება.
ოფიციალურად დასტურდება, რომ ფედერაციის პრეზიდენტი ნოელ ლე გრე თანამდებობას აღარ იკავებს.
დიდი ალბათობით, მისი გათავისუფლება ზინედინ ზიდანთან დაკავშირებულ ხმაურიან განცხადებას უკავშირდება.
“მე არაფერი გამიკეთებია, ჩემს წინააღმდეგ არაფერი არსებობს”, – განაცხადა ლე გრემ გათავისუფლების შემდეგ.
ცნობილი გამოცემის The Guardian ინფორმაციით, პრეზიდენტი არ იქნება ერთადერთი ვინც ფედერაციიდან გაათავისუფლეს, მას სხვა კადრებიც გაჰყვებიან, ომი ოფიციალურად დაიწყო.
როგორც მედია წერს, ამ თემასთან დაკავშირებით ზინედინ ზიდანი დუმს.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი