spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ხაჭაპურიძე – მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა, რომ ამ იურისტების ჯგუფს შევხვედროდი, გავცნობოდი მასალებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ოპოზიციის წევრებთან ერთად დღეიდან “მაგნიტსკის სიის” ქართულ ვერსიასთან დაკავშირებით კონსულტაციების იწყებს. 

 

შეხვედრა შალვა ხაჭაპურიძეს, “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძესა და იურისტების ჯგუფს შორის პარლამენტში მიმდინარეობს.

 

“მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა, რომ ამ იურისტების ჯგუფს შევხვედროდი, გავცნობოდი მასალებს, რა მზადდება რომელ პირებზე მზადდება, ჩემი მხრიდან, თუ რამე იქნება საჭირო მტკიცებულებები იმ საქმის, რომელსაც მე წარვმართავ და ვხელმძღვანელობ, ეს მტკიცებულებები გადავცე ამ ჯგუფს. მისი პოზიცია გახლავთ ის, რომ ამ სიაში მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებიც მის მიმართ უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ და იღებდნენ მონაწილეობას იმ კანონდარღვევებში, რაც არაერთხელ გვინახავს”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ. 

 

ხაჭაპურიძის თქმით, დღესვე შეხვედრა ექნება უკრაინის საელჩოში, სადაც წარმომადგენლებს სასამართლო პროცესებზე, ასევე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე სრულ ინფორმაციას მიაწვდის. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები