spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიული ალასანია – არ ვადასტურებ, ასეთი ფაქტი არ ყოფილა, თურმე ნუ იტყვი და ლამის რუსეთის აგენტები ვართ მე და ჩემი შვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია “რუსთავის 2”-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მსგავსი საუბარი არ შემდგარა.

 

“არ ვადასტურებ. ასეთი ფაქტი არ ყოფილა. არ მაინტერესებს ეს საკითხი, რადგან გამორიცხულია, რაც მოვისმინე ჟურნალისტებისგან. თურმე ნუ იტყვი და ლამის რუსეთის აგენტები ვართ მე და ჩემი შვილი, იმიტომ შემოვარდნენ 2008-ში და მერე იმიტომ იმუქრებოდა პუტინი, რომ ერთი ადგილით დაკიდებდა? იმიტომ ხდებოდა ეს ყველაფერი?

 

რამდენადაც მითხრეს, ეს ორი წლის წინ მოხდა, ახლა რატომ გაახსენდათ, რადგან პროცესები მიდის, რომ ავნონ ახლა ჩემს შვილს? არც მომისმენია, არც მინდა, არც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო ბუნებაში ასეთი რამე”, – განაცხადა გიული ალასანიამ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები