spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მარიამ ჯიშკარიანი – არანაირი შეთანხმება ცენტრ “ემპათიასთან” მკურნალობის კურსთან დაკავშირებით არ ყოფილა

ასეთი ხმამაღალი განცხადება, რომ თურმე ცენტრ “ემპათიასთან” ყოფილა შეთანხმებული მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის კურსი, შეესაბამება სიცრუეს, – ასე გამოეხმაურა “ემპათიის” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი გორის ჰოსპიტლის ექიმის ნინო გოგორიშვილის განცხადებას.

 

“ჩვენი რეკომენდაციები ჯიუტად არ შესრულდა, ასე მაგალითად, არ განხორციელდა თავის ტვინის MRT კვლევა, არ იქნა განხორციელებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კვლევა, შესაბამისად არანაირი შეთანხმება ცენტრ “ემპათიასთან” მკურნალობის კურსთან დაკავშირებით არ ყოფილა და საერთოდ ცენტრი “ემპათია” როგორც საექსპერტო დაწესებულება, წინააღმდეგი იყო მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის, ვინაიდან ჰოსპიტალს არ ჰქონდა ის რესურსი, რაც მიხეილ სააკაშვილის დიაგნოსტირებისა და შემდგომი მკურნალობისთვის იყო საჭირო.

 

ასე რომ, ასეთი ხმამაღალი განცხადება, რომ თურმე ცენტრ “ემპათიასთან” ყოფილა შეთანხმებული მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის კურსი, შეესაბამება სიცრუეს”, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები