ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 111-ე შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრას პირველად ესწრება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი დიმიტრიოს კარაბალისი.
სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, ქართული მხარე კიდევ ერთხელ მოითხოვს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლებას.
მისივე თქმით, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ამ დროისთვის 5 მოქალაქე რჩება.
უსაფრთხოების გარდა მხარეები ჰუმანიტარულ საკითხებზეც იმსჯელებენ.
ბოლო შეხვედრა ერგნეთში იანვარში ჩატარდა.