spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კვარაცხელიას ბენეფისი – “ნაპოლიმ” “იუვენტუსი” გაანადგურა

დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე, “სერია ა”-ს მე-18 ტურში “ნაპოლიმ” ტურინის “იუვენტუსს” უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით 5:1 დაამარცხა.

 

ნეაპოლელთა რიგებში ბრწყინვალე იყო ქართველი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა აქტივში, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კვარაცხელიამ ოთხ გოლში უშუალო მონაწილეობა მიიღო.

 

მატჩის მე-14 წუთზე კვარაცხელიას აკრობატული დარტყმის შემდეგ ვიქტორ ოსიმენმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა, 39-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ოსიმენის გადაცემით ისარგებლა და სხვაობა ორამდე გაზარდა, მალევე მათ ანხელ დი მარიამ უპასუხა და პირველი ტაიმის ანგარიში 2:1 დააფიქსირა.

 

მეორე ნახევარში კი “ნაპოლიმ” ზღაპრული თამაში შემოგვთავაზა, ხვიჩამ ჯერ ამინ რაჰმანის გაატანინა, შემდეგ კი ოსიმენს, ხოლო მატჩის საბოლოო ანგარიში ელიფ ელმასმა დააფიქსირა.

 

შეიძლება ითქვას, რომ კვარაცხელიას დღევანდელი მატჩი მის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

 

ამ გამარჯვების შედეგად “ნაპოლიმ” ცხრილში პოზიცია გაიმყარა და თვრამეტი ტურის შემდეგ “სერია ა”-ს 47 ქულით ლიდერობს.

 

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები