რუსეთში, დაღესტანში საქართველოს საზღვრიდან 5 კმ-ში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 12:36 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიდიდემ 3.8 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქშიც.