14 იანვარს მძიმე ავადმყოფობის შედეგად ღვთივ განისვენა მიქაელ არაბულმა, “მიხა პაპად“ ცნობილმა ზეისტეჩოელმა ბოლო ადგილობრივმა მცხოვრებმა, – ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.
“იგი დღეს 16:00 საათიდან, დასვენებული იქნება სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც საღამოს ლოცვის შემდეგ, შესრულდება წესის აგება და პანაშვიდი.
15 იანვარს კი, კვირას, მის ცხედარს 08:00 საათზე წაასვენებენ ხევსურეთში, თავის სოფელში.
თანაგრძნობას ვუცხადებთ მიხა პაპას ნათესავებს, გულშემატკივრებსა და ყველას, ვისთვისაც ახლობელი იყო იგი“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.