spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიორგი კირთაძე – ნიკა მელია ყველაზე უფრო მეტად ასხივებს იმას, რომ მას შეუძლია დიდი ოპოზიციური ერთობის ორგანიზება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის ორგანიზაცია პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში მხარს ნიკა მელიას უჭერს, – ამის შესახებ ბრიფინგზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი კირთაძემ განაცხადა.

 

“ნაციონალური მოძრაობა” იქნება და უნდა იყოს, მთავარი ძალა, რომელიც შეძლებს ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოშლას და ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებას. ოღონდ, ის ამას მარტო ვერ შეძლებს და საჭირო იქნება დიდი პოლიტიკური ერთობის გაკეთება ამ ქვეყანაში. ნიკა მელია ყველაზე უფრო მეტად ასხივებს იმას, რომ მას შეუძლია დიდი ოპოზიციური ერთობის ორგანიზება, სწორედ ამიტომაც, ბუნებრივია, ჩვენი მხარდაჭერა ექნება ნიკა მელიას”, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

 

მისივე თქმით, ბათუმში ნიკა მელიას მხარდამჭერი შტაბი შეიქმნა, რომელსაც ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი მირდატ ქამადაძე უხელმძღვანელებს. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები