საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი – ლევან კობიაშვილი მიიღებს მონაწილეობას. მოქმედი პრეზიდენტის კანდიდატურა 29 სუბიექტმა წარადგინა.
რეგისტრაცია უკვე დასრულდა და კობიაშვილს ახალ პრეზიდენტად მომდევნო 4 წლის ვადით აირჩევენ. არჩევნები 4 თებერვალს გაიმართება.
ლევან კობიაშვილი 2023 წელს უეფას აღმასრულებელი კომიტეტის არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას, კონგრესი 2023 წლის 5 აპრილს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართება.