spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – ეს ადამიანი ფოტოებს იღებს და სოციალური ქსელით ავრცელებს, მეტი საჯაროობა რა უნდა იყოს არ ვიცი

ვანო მერაბიშვილის რუსულ კავშირებზე განცხადება ანეკდოტია, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილმა გიორგი რურუას განცხადებას.

 

“არ ვიცი, თუ რაიმე პირადი დაპირისპირება აქვთ და ამის გამო კეთდება მსგავსი განცხადებები, გულწრფელად გეუბნებით, ვწუხვარ, თუმცა ეს თავად გიორგის უნდა ჰკითხოთ. მე ვწუხვარ ამის გამო, ასეთი განცხადებების გაკეთება არ მიმაჩნია ნორმალურად.

 

ჩემი საყრდენი არჩევნებში და ზოგადადაც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში არიან შეურაცხყოფის ტერორის ქვეშ და არ დანებდნენ. დიახ, ლევან ვარშალომიძე და მისი გუნდი მიჭერს ღიად მხარს. დიახ, ვანო მერაბიშვილი თუ სადმე ჩადის და თუ ვინმეს ამობილიზებს იმის გამო, რომ ჩვენ გენერალური ბრძოლა გვაქვს რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ და ამაზე შიშები აქვს “ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს, დაე, ეშინოდეთ. 

 

როცა რამეს ვლაპარაკობთ ფარულობაზე, ეს ადამიანი ფოტოებს იღებს და სოციალური ქსელით ავრცელებს, მეტი საჯაროობა რა უნდა იყოს არ ვიცი, სამივლინებოს ხო არ გამოწერს, ან სამსახურში უნდა მივიდეს სადმე? თქვენ იცით, რომ რამე ოთახი აქვს და იქ უნდა გამოცხადდეს? თუ ფიქრობთ, რომ ადამიანებს ვინმემ უნდა აუკრძალოს გადაადგილება, ან სადმე თუ წავა სამივლინებო ბარათები უნდა გამოწეროს?“, – აცხადებს ხაბეიშვილი. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები