ნიდერლანდები უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექს “პეტრიოტს“ გადასცემს, – ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე განაცხადა.
“ჩვენ ვაპირებთ შევუერთდეთ იმას, რასაც თქვენ აკეთებთ გერმანიასთან ერთად საჰაერო თავდაცვის სისტემის “პეტრიოტის” პროექტში. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია და ჩვენც შევუერთდებით ამას”, – მიმართა რუტემ ბაიდენს.
მისივე თქმით, ამ საკითხზე დღეს გერმანიის კანცლერსაც ესაუბრა.
მანამდე საზენიტო-სარაკეტო კომპლექს “პეტრიოტის“ თითო ბატარეის უკრაინისთვის გადაცემის პირობა აშშ-მა და გერმანიამ დადეს.