spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით მათიკაშვილი – მილიონამდე ქართველი ცხოვრობს რუსეთში და თუკი იქნება ავიამიმოსვლა ორ ქვეყანას შორის, ეს ისევ ჩვენი ქვეყნის შვილებისთვის იქნება კარგი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა “იმედის” ეთერში რუსეთიდან საქართველოში ფრენების აღდგენაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “თავის დროზე ფრენების გაუქმება, აკრძალვა გარკვეული სანქციის სახით იყო გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ“.

 

მათიკაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ მილიონამდე ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს რუსეთში და თუკი იქნება ავიამიმოსვლა ორ ქვეყანას შორის, ეს ისევ ქართველებისთვის იქნება კარგი.

 

“შევახსენებ საზოგადოებას, რომ მილიონამდე  ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს რუსეთში და თუკი იქნება ავიამიმოსვლა ორ ქვეყანას შორის, ეს რა თქმა უნდა, ისევ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ქართველებისთვის, ჩვენი ქვეყნის შვილებისთვის იქნება კარგი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები