“ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 999, საიდანაც: 3 576 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-1 712, აჭარაში-258, იმერეთში-710. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 745 პირი, მათ შორის, თბილისში – 340, აჭარაში-52, იმერეთში-179. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 217 პირი, მათგან თბილისში-155, აჭარაში- 2, იმერეთში-25. 543 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 243-თბილისში, 218-აჭარაში, 32-იმერეთში. 5 880 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 478 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 232, აჭარაში – 97, ხოლო იმერეთში-9.
სულ 6 ოქტომბრიდან – 19 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-21 466 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 504 ადამიანი, მათ შორის თბილისში-11 978 პირი, აჭარაში-1 626, იმერეთში-2 459″,-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.