spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ენტონ უოლკსი ტრაგიკულად დაიღუპა

საფეხბურთო კლუბ “შარლოტის” ახალგაზრდა ფეხბურთელი ენტონ უოლკსი, 25 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა.

 

ფლორიდის ველური ბუნების დაცვის კომისიის ცნობით, უოლკსი მაიამის საზღვაო მოედნის მახლობლად, სანაოსნო ავარიის შემდეგ უგონო მდგომარეობაში იპოვეს. 

 

ოთხშაბათს იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს და დღეს გარდაიცვალა.

 

როგორც ცნობილია, ფეხბურთელი კლუბთან ერთად იმყოფებოდა შეკრებაზე.

 

“არ არსებობს სიტყვები, რომელიც ამ მწუხარებას აღწერს”, – აღნიშნულია MLS-ის ოფიციალურ გვერდზე.

 

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები