გვითხრას ნიკა მელიამ რატომ ხვდება კობა ნაყოფია დავით კეზერაშვილს და რამდენიმე კვირის წინ რატომ ჰქონდათ შეხვედრა, ანუ არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობდნენ?, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
“როცა ის ლაპარაკობს არაფორმალურ მმართველობაზე და ვიღაცის გაგდებაზე პარტიიდან, რომ თურმე დავით კეზერაშვილი სთხოვდა. მაშინ გვითხრას ნიკა მელიამ რატომ ხვდება კობა ნაყოფია დავით კეზერაშვილს და რამდენიმე კვირის წინ რატომ ჰქონდათ შეხვედრა, ანუ არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობდნენ? და თუ დავით კეზერაშვილს უნდოდა კობა ნაყოფიას გაგდება პარტიიდან, მაშინ დღეს კობა ნაყოფია რატომ ხვდება მას? გაგვცეს პასუხი.
და მეორე მთავარ კითხვაზე გაგვცეს პასუხი, 2020 წელს რატომ იყო მიშა სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატის წინააღმდეგი “ნაციონალური მოძრაობიდან”? რატომ იყო, რომ ნიკა მელიას არ უნდოდა მიშა სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ენმ-დან. ამაზე გასცეს საზოგადოებას პასუხი და რატომ იმუქრებოდა თუ მიშა სააკაშვილი იქნებოდა პრემიერობის კანდიდატი ენმ-დან პარტიიდან წასვლით?”,- აცხადებს ხაბეიშვილი.