spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

როდის დადგება ომის გადამწყვეტი მომენტი – უკრაინის დაზვერვა სავარაუდო პერიოდს ასახელებს

ომის გადამწყვეტი მომენტი გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში იქნება. ამ ეტაპის შემდეგ შესაძლებელი გახდება ომის დამთავრების ვადებზე საუბარი, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ Delfi.ee-სთან ინტერვიუში განაცხადა.

 

“გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი გადამწყვეტი იქნება ომში. თუ ამ დროისთვის დაგეგმილი რუსული დიდი შეტევა ჩაიშლება, ეს იქნება რუსეთის და პუტინის კრახი”, – განაცხადა სკიბიცკიმ.

 

მისი თქმით, რუსეთის ახალი თავდასხმა კიევზე ბელარუსის მხრიდან ნაკლებად სავარაუდოა, ისევე როგორც აქტიური საომარი მოქმედებები სამხრეთ უკრაინაში, ვინაიდან ოკუპანტები ყირიმით უფრო მეტად არიან შეშფოთებული.

 

სკიბიცკის თქმით, დაახლოებით თებერვალ-მარტში იქნება ბრძოლები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისთვის.

 

“რუსული არმიის ძირითადი აქტიურობა იქნება დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით. მათ ვერ შეასრულეს თავიანთი მთავარი ამოცანა, რომლითაც დაიწყეს ეგრეთ წოდებული “სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ – დონეცკის და სრული ოკუპაცია. ლუგანსკის რაიონებში. დაახლოებით თებერვალ-მარტში იქნება ბრძოლები ამ ტერიტორიებისთვის…“, – განაცხადა დაზვერვის წარმომადგენელმა.

 

სკიბიცკიმ აღნიშნა, რომ რუსეთთან ომის დასრულებაზე საუბარი შეიძლება მას შემდეგ, რაც გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი გაივლის.

 

”როდესაც გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი გაივლის, ალბათ, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ საუბარი ომის დასრულებაზე”, – განაცხადა სკიბიცკიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები