ტრამპები მერილენდში, ენდრიუს სამხედრო ბაზაზე გაემგზავრნენ, სადაც სამხედრო პატივის მიგებით, გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართება. ამის შემდეგ უკვე ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მეუღლესთან ერთად, ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გაემგზავრება.
თვითმფრინავში ასვლამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ეს იყო 4 საოცარი წელი“ და ყველაფრისთვის ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ ძალღონე არ დავიშურეთ. თქვენს პრეზიდენტად ყოფნა ჩემთვის უდიდესი პატივი და პრივილეგია იყო“, – განუცხადა მან მხარდამჭერებს.
ტრამპმა ახალ ადმინისტრაციას წარმატებები უსურვა, თუმცა განაცხადა, რომ „ამა თუ იმ ფორმით დაბრუნდებოდა“.
დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტია, რომელიც 150-წლიან ტრადიციას არღვევს და მომდევნო პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება.