რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში, ბერისლავში სასურსათო მაღაზია მიზანმიმართულად დაბომბეს, დაიღუპა ორი და დაიჭრა სამი ადამიანი.
“შუადღისას რუსებმა მიზანმიმართულად შეუტიეს ხალხმრავალ ადგილს. მტრის ჭურვები ადგილობრივ სასურსათო მაღაზიას მოხვდა, სადაც ხალხი იყო”, – წერს ხერსონის ოლქის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იაროსლავ იანუშევიჩი.
მისი ინფორმაციით, დაიღუპა ორი და დაიჭრა სამი ადამიანი.