სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ჩვენც შევისწავლით საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად და იქნება შესაბამისი რეაგირება, – ასე ეხმაურება ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებას.
“იუსტიციის სამინისტრომ ჩაატარებინა ცენტრი ემპათია – Rct Empathy ს დასკვნაზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზა: ისმის კითხვა? რომელი კანონით? ეს არის ექსპერტიზაზე ზეწოლა და რეპუტაციის შელახვის მცდელობა. ცენტრი “ემპათიას” დასკვნას ეთანხმება და ხელს აწერს 6 საერთაშორისო ექსპერტი. სულ 16 ექსპერტი, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ჩვენც შევისწავლით საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად და იქნება შესაბამისი რეაგირება.
ასევე, საზოგადოებას წარედგინება სამხარაულის “დასაბუთებული” დასკვნები”, – წერს ჯიშკარიანი.
რატი ბრეგაძის განცხადებით, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ “ემპათიას“ დასკვნა არ არის სანდო და უტყუარი.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fmariamjishkariani2021%2Fposts%2Fpfbid022zXMeLZQLDH12TkPa6t2DxPT4RvafDApbwCcQfaw7uDHxLzRfxojyhoY9S94RxPFl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”285″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>