spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – არავინ არცერთ თანამდებობას არ დატოვებს

არ ვაპირებთ, ვინმეს რამეზე პასუხი მოვთხოვოთ, გამარჯვებისთანავე, ვუწვდი ყველას თანამშრომლობის ხელს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, არავინ არცერთ თანამდებობას არ დატოვებს.

 

“ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებამდე დარჩა სულ რაღაც ორი დღე და ვეუბნები ყველას, მათ შორის ოპონენტებს და მათ მხარდამჭერებს, არ ვაპირებთ, ვინმეს სადმე გაგდებას, არ ვაპირებთ, ვინმეს რამეზე პასუხი მოვთხოვოთ, გამარჯვებისთანავე, ვუწვდი ყველას თანამშრომლობის ხელს. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი საქმე, ეს არის რუსი ოლიგარქის დამარცხება, პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება, ნიკა გვარამიას თავისუფლება და ჩვენი პოლიტპატიმრების თავისუფლება. შესაბამისად, ყველამ კარგად უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ ერთად მოგვიწევს ბრძოლა რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ და არავინ არცერთ თანამდებობას არ დატოვებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები