spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პესკოვი – ჯერჯერობით შეთანხმებული სატელეფონო საუბრები არ არის, პუტინი ღიაა კონტაქტებისთვის

ვლადიმერ პუტინი უახლოეს მომავალში არ გეგმავს მოლაპარაკებებს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, ბერლინიდან მსგავსი საუბრის მოთხოვნა არ ყოფილა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

 

“ჯერჯერობით შეთანხმებული სატელეფონო საუბრები არ არის. პუტინი ღიაა კონტაქტებისთვის”, – განაცხადა პესკოვმა შოლცის განცხადების კომენტირებისას.

 

გერმანიის კანცლერმა დღეს განაცხადა, რომ მას სურს, “განაგრძოს ძალისხმევა უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად”  პუტინთან პირდაპირ მოლაპარაკებებში.

 

“მე ასევე კვლავ ვისაუბრებ პუტინთან, რადგან აუცილებელია ერთმანეთთან საუბარი. პუტინმა უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და დაასრულოს ეს საშინელი, უაზრო ომი”, – განაცხადა შოლცმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები