საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი ეწვევა, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მთავრობის ადმინისტრაციაში ავსტრიის ფედერალური კანცლერის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება.
მოგვიანებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.