spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი მუმლაძე – ლევან ხაბეიშვილს ვუსურვებ წარმატებას და ახლა საჭიროა მეტი საქმე ლაპარაკის ნაცვლად

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი მუმლაძე ლევან ხაბეიშვილს გამარჯვებას ულოცავს.

 

“ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებმა. ეს მათ შორის არის ემოციური გადაწყვეტილება. ძალიან დიდმა ნაწილმა ცვლილებებს დაუჭირა მხარი.

 

ლევან ხაბეიშვილს ვუსურვებ წარმატებას და ახლა საჭიროა მეტი საქმე, ლაპარაკის ნაცვლად. მე ასეთი მოლოდინი მაქვს ამ პარტიისგან ყოველთვის. მიხეილ სააკაშვილის პროცესია დღეს და აქ ვართ სიმბოლურად და ამ პარტიის მთავარი ამოცანაა, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის იბრძოლოს”, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები