spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აუსტრევიჩუსი – მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეყოვნების გარეშე მისცეს სააკაშვილს უფლება, სათანადო მკურნალობა გაიაროს საზღვარგარეთ

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მისცეს მესამე პრეზიდენტს უფლება სათანადო მკურნალობა მიიღოს საზღვარგარეთ, რაც ქვეყანას ევროპულ სახეს შეუნარჩუნებს.

 

“საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ევროპული მისწრაფებების ერთგულია და სურს უფრო მჭიდრო კავშირები დასავლეთთან. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ღრმა პოლარიზაციაა, ხოლო პოლიტიკური ბრძოლები ელემენტარულ პოლიტიკური კულტურისგან არის დაცლილი. მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც საქართველო გამოაღვიძა და კარდინალურად შეცვალა, 16 თვეა, რაც ციხეში იმყოფება. ეს პოლიტიკური შურისძიებაა თუ წარსულში დაბრუნება? 

 

მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ შეყოვნების გარეშე მისცეს სააკაშვილს უფლება, რომ სათანადო მკურნალობა გაიაროს საზღვარგარეთ, რითაც ქვეყანას შეუნარჩუნებს ევროპულ სახეს”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები