კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში 70 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
მამაკაცი სოფლის განაპირას, მარტო ცხოვრობდა.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მარტოხელა მამაკაცი გარეულმა ცხოველებმა დაგლიჯეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.