spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ზარქუა – ვურჩევდი ევროპარლამენტარებს, თავი გაანებონ ჩვენს ქვეყანას

უკრაინელ ხალხს ვუსურვებ გამარჯვებასა და ღირსეულ ხელისუფლებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკიზე საუბრისას განაცხადა.

 

“ვურჩევდი ევროპარლამენტარებს, განსაკუთრებით EPP-ის წევრებს, თავი გაანებონ ჩვენს ქვეყანას. უკრაინის პრეზიდენტს სცალია იმისთვის, რომ ბრიფინგებზე ფოტოებით იაროს და პრესკონფერენცია ატაროს – ძალიან უცნაურია. ტერიტორიას კარგავს, უამრავი ადამიანი ეღუპება, რუსეთი, რომელიც ოკუპანტია, მათ შორის ჩვენთვის და საერთო მტერია, უტევს და ამ დროს ის იცლის, რომ სურათებით იაროს პატიმარ სააკაშვილის, რომელსაც ევროპულმა სასამართლომ მიუსაჯა ის, სადაც ახლა ზის, ჩემთვის ეს გაუგებარია.

 

უკრაინელ ხალხს ვუსურვებ გამარჯვებასა და ღირსეულ ხელისუფლებას“, – განაცხადა ზარქუამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები