ძალაუფლების დაბრუნების მანიაკალური წყურვილით განპირობებული მუქარის განხორციელების მცდელობას კანონი და სამართალი შესაბამის ადგილს მიუჩენს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე წერს.
“ჩალაგამოვლებული ნაციონალური ბოლშევიკების პროპაგანდა: უსამართლობა სამართლიანობაა, უკანონობა – კანონიერება, სისხლისღვრა – მშვიდობა და სამართალი არის ის, რასაც ვიტყვით ჩვენ!
თქვენი შანტაჟით ბრძენ ქართველ ხალხს ვერ შეაშინებთ. ძალაუფლების დაბრუნების მანიაკალური წყურვილით განპირობებული მუქარის განხორციელების მცდელობას კი კანონი და სამართალი შესაბამის ადგილს მიუჩენს!“ – წერს რატი ბრეგაძე.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fratibregadze%2Fposts%2Fpfbid02dgj33KE7cdHRHTxh2qKbmuJK9dHsaPfYRTkwSa65JFfuh4TNbad952HAfVWCNYSPl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”597″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>