spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ხაჭაპურიძე – ახლა მთავარია, მოსამართლემ გაუძლოს ზეწოლას და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება

ახლა მთავარია, მოსამართლემ თავის თავში იპოვოს ძალა, გაუძლოს ამ ზეწოლას და მიიღოს სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

 

“დასკვნით სიტყვას ვიტყვით და ამის შემდეგ, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას. იმედია, ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლე, საქართველოს მომავალი. 

 

გარდა სამხარაულის გაყალბებული დასკვნისა და საეჭვო ფსიქიკური მდგომარეობის მქონე ექიმისა, არ წარმოუდგენიათ არცერთი მტკიცებულება. 

 

ახლა მთავარია, მოსამართლემ იმ ზეწოლების მიუხედავად, რაც ხორციელდება სასამართლოზე, თავის თავში იპოვოს ძალა, გაუძლოს ამ ზეწოლას და მიიღოს სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

 

მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბოლო სხდომა ხვალ, 17:00 საათზე გაიმართება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები