spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – დღეს მოქმედი პოლიტსაბჭოს უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა შემცირდება და პარტიის თავმჯდომარე 2 წლით აირჩევა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე 4-ის ნაცვლად, 2 წლის ვადით აირჩევა, – ამის შესახებ პარტიის ახლადარჩეულმა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. 

 

“მინდა, პარტიის წესდებაში შეტანილი ცვლილებები გაგაცნოთ. პირველი ცვლილება უკავშირდება, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევითობა 2 წელიწადში ერთხელ იყოს განსაზღვრული. ანუ, დღეს მოქმედი პოლიტსაბჭოს უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა შემცირდება და პარტიის თავმჯდომარე 2 წლით აირჩევა. 2025 წელს ახალი არჩევნები იქნება. 

 

მეორე ცვლილება უკავშირდება რეგიონული საბჭოების შემოღებას. საბჭოები ყველა რეგიონში, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის გათვალისწინებით შეიქმნება. ასევე, განსაზვღრული გვაქვს, რომ პოლიტსაბჭოს უფლებამოსილება 4 წლის ნაცვლად, 2 წლის ვადით იქნება დადგენილი. შესაბამისად, პოლისტაბჭოს თავმჯდომარის არჩევნებიც 2 წელიწადში ერთხელ ჩატარდება. 

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების არჩევითობა სავალდებულო წესით იქნება, არა უმეტეს 2 წლის ვადით”, – განაცხადა ბეჟაშვილმა პარტიის ყრილობაზე.

 

პარტიის დღევანდელ ყრილობაზე ლევან ხაბეიშვილი თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცეს. “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ახალი პოლიტიკური საბჭო ჰყავს. პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი გახდა, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კი ლევან ბეჟაშვილი. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები