თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 1121 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, დაშავდა 7,5 ათასზე მეტი, – ამის შესახებ AFAD-ის გენერალურმა დირექტორმა მიწისძვრის რისკის შემცირების საკითხებში ორხან თათარმა განაცხადა.
“ამ დროის მონაცემებით, ჩვენ დავკარგეთ 1121 მოქალაქე, დაჭრილთა რაოდენობა 7634 ადამიანია, გვაქვს 2834 დანგრეული შენობა“, – განაცხადა მან.
თურქეთში დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეც არის.
თურქეთის სამხრეთ პროვინცია კაჰრამანმარაშში მოხდა 7.7 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა გამთენიისას მოხდა.
მიწისძვრის შედეგად 400-ზე ადამიანი დაიღუპა სირიაში, 1 300 დაშავდა, დაინგრა და დაზიანდა შენობები.