spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი მუმლაძე – 17:00 საათზე კანცელარიასთან ვიკრიბებით და ეს იქნება მასშტაბური პროტესტის დაწყება

7 თებერვალს, 17:00 საათზე “ნაციონალური მოძრაობა სახელმწიფო კანცელარიასთან საპროტესტო აქციას გამართავს.

 

ამის შესახებ გიორგი მუმლაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

 

“ყველას მოგვადგებიან ჩვენი განსხვავებულობის გამო, ჩვენი პატრიოტიზმის გამო, მიხეილ სააკაშვილს სწორედ პატრიოტიზმისთვის სჯიან, ამიტომ  ქუჩის პროტესტი არის მთავარი ხაზი, რითიც შეგვიძლია ასე ვაიძულოთ, გაძლიერებული კორდონის ქვეშ იცხოვრონ, იარსებონ, იმოღვაწეონ. 

 

ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს ექნება განცდა, რომ არავის შერჩება მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობამდე მიყვანა. 

 

ამას გავაკეთებთ ქუჩის აქტიური პროტესტით და ამიტომ, 17:00 საათზე კანცელარიასთან ვიკრიბებით და ეს იქნება მასშტაბური პროტესტის დაწყება, რომელიც უნდა გაგრძელდეს მთელი საქართველოს მასშტაბით”, – განაცხადა მუმლაძემ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები