spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – ფრაქცია აღარ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში, გავაგრძელებთ კონსულტაციებს მანდატების დატოვებაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იღებს გადაწყვეტილებას და ფრაქცია აღარ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში, რაც გულისხმობს, არც პლენარულ სხდომებზე, არც საკომიტეტო მოსმენებზე დასწრებას და მონაწილეობას აღარ მივიღებთ არანაირ საპარლამენტო ფორმატში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში ფრაქციის წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

“გუშინ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, გაფორმდა რუსი ოლიგარქიული რეჟიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამების, არაადამიანური მოპყრობისა და განზრახ მკვლელობის აქტი. სასამართლოს დამოუკიდებლობა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებით იზომება, ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო ფიქციაა და პოლიტიკური შურისძიების იარაღი.

 

საზოგადოებამ იხილა პოლიტიკური შურისძიებით ინსპირირებული სამივე ხელისუფლების მიერ შეთანხმებული სისტემური დანაშაულებრივი მოქმედება მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ეს არის რუსული რევანში საქართველოს წარმატების სიმბოლო მიხეილ სააკაშვილზე, ეს გადაწყვეტილება არის  საქართველოს ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ გადაწყვეტილება, რადგან ჩვენი დასავლელი პარტნიორები სწორედ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჰუმანური, სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინებს უკავშირდება საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.

 

ამ ვითარებაში, როდესაც პოლიტიკური სივრცე აღარ არსებობს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებებისთვის და ხელისუფლება მხოლოდ პოლიტიკური შურისძიების მოტივით მოქმედებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იღებს გადაწყვეტილებას და ფრაქცია აღარ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში, რაც გულისხმობს არც პლენარულ სხდომებზე დასწრებას, არც საკომიტეტო მოსმენებზე და არანაირ საპარლამენტო ფორმატში მონაწილეობას აღარ მივიღებთ.

 

იმავდროულად ფრაქცია და პარტია გააგრძელებს კონსულტაციებს პროტესტის კიდევ უფრო მძიმე ფორმების შესახებ, საუბარია მანდატების დატოვებაზე და კონსულტაციები გვექნება ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან საპარლამენტო და გარე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ბუნებრივია, პოლიტიკური ვითარების განვითარების კვალდაკვალ, ჩვენ ფრაქციას მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, კიდევ უფრო პროტესტის მძიმე ფორმები გამოვიყენოთ ამ მიმართულებით.

 

ახლა დადგა დრო გაბრაზების, ახლა დადგა დრო პროტესტის, ახლა დადგა დრო ბრძოლის, ყველას მოვუწოდებ, დღეს 17:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან შევიკრიბოთ და ვაჩვენოთ ხელისუფლებას ხალხის ძალა“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები