“საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალის ძარცვის ბრალდებით დაკავებული ბადრი ესებუას ნათესავები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
პოლიციაში ჯიქიების ოჯახის სამი წევრია გადაყვანილი.
სახლი, რომელშიც ესებუა დააკავეს, მისი საცხოვხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 2 კილომეტრში მდებარეობს.
2020 წლიდან ძებნილი ბადრი ესებუა ჯიხაშკარში დღეს გამთენიისას დააკავეს. ის ამ დროისთვის ქუთაისის მეორე საპყრობილეში, სამარტოო საკანში იმყოფება.