spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი დღეს დიდ ბრიტანეთში ჩავა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს დიდ ბრიტანეთში ჩავა, სადაც პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან და უკრაინელ სამხედროებთან შეხვედრას აპირებს.

 

“პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში არის  მისი ქვეყნის გამბედაობის, მონდომებისა და ბრძოლისა და ჩვენი ორ ქვეყანას შორის ურყევი მეგობრობის დასტური… 2014 წლიდან დიდი ბრიტანეთი უკრაინული ძალების მნიშვნელოვან მომზადებას უზრუნველყოფს, რაც მათ საშუალებას აძლევს დაიცვან თავიანთი ქვეყანა და სუვერენიტეტი“, – განაცხადა რიში სუნაკმა.

 

არსებული ინფორმაციით, ზელენსკი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდება და სიტყვით მიმართავს ბრიტანეთის პარლამენტს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები