საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თურქეთში მიწისძვრას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
“თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ქ. ისქენდერუნში გარდაცვლილი იპოვეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მ.შ. თურქეთში საქართველოს საელჩოში არსებული ინფორმაციით ცხედარი პროზექტურაშია გადაყვანილი”, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ.
აქამდე ცნობილი იყო საქართველოს 3 მოქალაქის გარდაცვალების შესახებ.
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 21 000-ს გადააჭარბა.