საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ამილახვარი აცხადებს, რომ მათ, ვინც გუშინ მამუკა მდინარაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, არ აქვთ არანაირი მორალური უფლება, მმართველი გუნდის ნებისმიერ წარმომადგენელს დაუძახონ პრორუსი, როდესაც მათ ჰყავთ პარტნიორად ელენე ხოშტარია, რომელიც პირდაპირ ფინანსდება რუსეთიდან.
“ამ ხალხს არ აქვს არანაირი მორალური უფლება, მამუკა მდინარაძეს ან ჩვენი გუნდის ნებისმიერ წარმომადგენელს დაუძახონ პრორუსი, როდესაც მათ ჰყავთ პარტნიორად ელენე ხოშტარია, რომელიც პირდაპირ ფინანსდება რუსეთიდან. ამ ადამიანებმა და მათმა დამკვეთებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას და საკუთარ ქვეყანას დააბრალეს ომის დაწყება“, – აცხადებს ამილახვარი.
ტელეკომპანია “იმედში“ მისულ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს ტელევიზიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები დახვდნენ.