რაგბი ევროპის ჩემპიონატი ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში “ბორჯღალოსნები” ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 40:8 დაამარცხეს.
შეხვედრა ამსტერდამში გაიმართა.
ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ორი მოგება აქვს.
პირველ ტურში “ბორჯღალოსნებმა” თბილისში, 75:12 გერმანიის ნაკრებს მოუგეს.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 18 თებერვალს, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, კვლავ სტუმრად ჩაატარებს.
მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.