მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა თურქეთსა და სირიაში 28 192-ს მიაღწია.
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის ინფორმაციით, თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 24 617-მდე გაიზარდა.
სირიაში დადასტურებული დაღუპულთა საერთო რაოდენობაა 3 575, მათ შორის 2 167 მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ჩრდილო-დასავლეთში, 1 408 მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა.
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა შორის საქართველოს ხუთი მოქალაქეა.