მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია კლინიკა CNN-ის მიერ გავრცელებულ კადრებს გამოეხმაურა.
ალასანიას თქმით, მესამე პრეზიდენტი ახლა ბევრად მძიმედ არის, ვიდრე მაშინ.
“სახალხო დამცველის ჩართულობა ძალიან კარგია, რა თქმა უნდა. სააკაშვილმა თვითონ მიმართა თხოვნით, რომ შემდგარიყო ეს შეხვედრა და ძალიან კარგია, რაც უფრო ადრე მოხდება, რა თქმა უნდა, ჯობია. სუსტადაა ისევ, როგორც ყოველთვის, ყველაფერი უჭირს, სიარული, ჭამა და ა.შ.
ახლა ბევრად უარესადაა, ვიდრე მაშინ, განსაკუთრებით 4 ოქტომბრის შემდეგ გაუარესდა მისი მდგომარეობა, ძალიან სწრაფად წავიდა ეს პროცესი, სამწუხაროდ, ესაა რეალობა”, – განაცხადა გიული ალასანიამ.