რუმინეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 5,3 ბალი შეადგინა.
ბიძგები მეზობელ სერბეთში, ბულგარეთში, ხორვატიაში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში იგრძნობოდა.
ინფორმაციას ევროპა-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ინსტიტუტი ავრცელებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა რუმინეთის სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქ კრაიოვაში.
მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ბელგრადში და ასევე ვრშაცში.
არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად არავინ დაშავებულა.